|
2016-06-30 18:44:38, 938 ნახვა
ეკონომიკა
პირველ კვარტალში, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 429.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, 14.6 მილიარდი აშშ დოლარი (34.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 107.1 პროცენტია. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 429.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 605.0 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ძირითადად პირდაპირი ინვესტორის სესხის სააქციო კაპიტალში გადატანამ განაპირობა. „კერძოდ, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.2 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 219.4 მლნ აშშ დოლარი (519.6 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 801.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9 პროცენტი) და 655.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.8 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (10.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (5.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.0 მლრდ აშშ დოლარი (21.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 65.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.7 მლრდ აშშ დოლარია (8.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.1 პროცენტია. 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 180.8 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)