20:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 18:18:55, 631 ნახვა

საზოგადოება
დავით ებრალიძემ თურქ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქ ხალხს და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. დავით ებრალიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოხატა და ტერორიზმის წინააღმდეგ ქვეყნების გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დავით ებრალიძის განცხადებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტი მშვიდობიანი მსოფლიოს წინააღმდეგ იყო მიმართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics