09:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:36:01, 605 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე ერთად აღებული დანარჩენი პარტიები

„შედეგები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის  არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ  შიდაპარტიული კვლევების შეფასებისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, კვლევები შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა  ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც  პარტიამ მისი გასაჯაროვება გადაწყვიტა.

„ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არ ვაქვეყნებდით  შიდა კვლევის შედეგებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის  შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა   ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით.  პრაქტიკულად, მოთხოვნა იყო  და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გამოგვექვეყნებინა  ჩვენი შიდა კვლევის შედეგები. ჩვენ სრულად ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ატარებს ამ კვლევას. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ჩვენ მათთან და იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ცნობილი  სოციოლოგიური ორგანიზაცია არ დებდა სანდო კვლევის შედეგებს, ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა ჩვენი ორგანიზაცია არჩევნების  შედეგის პროგნოზირების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სწორედ ნდობა ჩვენს სოციოლოგიურ კვლევით ორგანიზაციასთან",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კაბახიძის შეფასებით, კვლევის შედეგები რეალურია და სრულად ასახავს სინამდვილეს.

„ ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის  არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას",-დასძინა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics