|
2016-06-30 13:19:39, 1239 ნახვა
კომენტარი
გიორგაძე ტერორიზმის საფრთხეზე: ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ის საფრთხეები, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებობს, გარკვეულწილად საქართველოსაც ეხება. თუმცა, როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ამ პრობლემის ეპიცენტრში არაა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს: „ჩვენ არ ვცხოვრობთ სრულიად სხვა პლანეტაზე და ბუნებრივია, ის საფრთხეები, რა საფრთხეებიც დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით არსებობს, არ შეიძლება, რომ ჩვენ გარკვეულწილად არ გვეხებოდეს.ფაქტია, რომ ჩვენ ამ პრობლემის ეპიცენტრში არ ვართ.სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს. განსაკუთრებულ რეჟიმზეა აყვანილი სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტები, იგივე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი რისკები შევამციროთ“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)