2016-06-30 12:55:52, 413 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ეუთო-ს ასამბლეის შემდეგ, მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი
როგორც კი დავამთავრებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავუთ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეუთო-ს ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების განკარგულებაში იქნება.
"სწორედ მაშინ ვისაუბროთ კვლევებზეც, პროცენტებზეც, შანსებზეც და გამარჯვებაზეც",- აღნიშნა უსუფაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვა, იქნება თუ არა უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესია თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან