|
2016-06-30 11:29:01, 720 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში “ქართული ღვინის სახლი” გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 600 მ2-ზე ფართობზე განლაგებული „ქართული ღვინის სახლი“ ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას სთავაზობს. სინძიანის ცნობილი შეფმზარეულები ქართულ ღვინოსთან სპეციალურად შეხამებულ ჩინურ კერძებს ამზადებენ. ურუმჩის „ქართული ღვინის სახლი“, მომხმარებელს ჩინურ კულინარიასა და ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ კულტურას ეროვნული ცეკვისა და ფოლკლორის თანხლებით გააცნობს. უწყების ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. “ქართული ღვინის ეს ქსელი, რომელიც დღეს გაიხსნა, გამორჩეულია იმით, რომ აქ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, რომელიც შეხამებული იქნება ჩინურ სამზარეულოსთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს ქართული ღვინის გაცნობას და მიღებას. წლის ბოლომდე აქ დაგეგმილია კიდევ 4 ქართული ღვინისს სახლის გახსნა. თითოეულ მათგანში 10-12 ათას ბოთლამდე ღვინო იქნებადასაწყობებული- მხოლოდ ქართული ღვინო“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ეს არის ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტი - ჩინური მხრიდან კომპანია„სუოლუნი“და ქართული მხრიდან„თბილინვესტჯგუფი“.„სუოლუნ კომპანის“ გენერალური დირექტორი ისიაო ძიუნუმი მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლის“ რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც მომხმარებელი არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნობა. ბრენდი - „ქართული ღვინის სახლი“ ჩინური კომპანია „სუოლუნის“ მიერ პირველად თერთმეტი თვის წინ ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციაში შეიქმნა და ადგილობრივ პარტიორებთან ერთად კომპანია მთელი ჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს. მიმდინარე წლის მაისის თვეში „სუოლუნ კომპანიის“ ინიციატივით ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაც „ქართული ღვინის სახლის“ ქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით. ჩინეთის მასშტაბით დღეისათვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია 35 ქართული ღვინის ობიექტი (მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა) და 300-ზე მეტი დილერია ჩართული ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციაში. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,86 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)