18:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 13:57:03, 637 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ხელმძღვანელი ტრეისი ნევილი  მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეისი ნევილს აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

კახა კახიშვილმა ტრეისი ნევილს და INL-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში INL-ის დახმარებით მრავალი სიახლე დაინერგა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივ მუშაობას მომავალაშიც განაგრძობენ.

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია INL-თან წარმატებით თანამშრომლობს. ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციისა და გადანაწილების მეთოდი, სამინისტროს ათობით თანამშრომელი გადამზადდა და აიმაღლა კვალიფიკაცია აშშ-ში, ასევე, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო მსჯავრდებულთა პროფესიული პროგრამა კულინარიის ხელოვნებაში და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics