|
2016-06-29 13:51:24, 836 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: წინასწარი მოკვლევის ამ ეტაპზე შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. თინათინ ხიდაშელმა ბანგიში ჩატარებული გამოძიების შესახებ ანგარიში ჯგუფის წევრების მიერ უშუალოდ მოისმინა და გაწეული სამსახურისთვის ქართული მხარის საგამოძიებო ჯგუფს მადლობა გადაუხადა. საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა მინისტრს ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გააცნეს. მათი თქმით, სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა, ფოტოსურათებით ამოცნობა და ჩვენების ადგილზე შემოწმება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პროკურატურის გამომძიებლების თანდასწრებით განხორციელდა. თინათინ ხიდაშელმა გამომძიებლისგან გამოძიების პროცესში დაგეგმილი შემდეგი ნაბიჯებიც მოისმინა და აღნიშნა, რომ ბანგიში მოპოვებული მასალების სამართლებრივი შეფასების შედეგად უახლოეს მომავალში მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. „ჯგუფის ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალიან წარმატებული იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სრულად ჩაეტარებინათ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. ძალიან სასიამოვნო, იმედის მომცემი ინფორმაციებით დაბრუნდნენ. ჩვენ წინასწარი მდგომარეობით, წინასწარი მოკვლევის ამ ეტაპზე, ნამდვილად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების პასუხი და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს პასუხი ამ ბრალდებებზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია - ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უბრალო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და უკვე გაეროსგან დაველოდებით შესაბამის ადეკვატურ განცხადებებს და პასუხებს,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირას თავდაცვის უწყების თანამშრომლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული მოლაპარაკებებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გამოცდილებას ევროკავშირის წარმომადგენლებს გაუზიარებენ. ასევე დაიგეგმა 6-თვიანი ანგარიშის მომზადება - უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გაკეთებული განცხადებიდან დღემდე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)