|
2016-06-29 13:29:40, 837 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: საქართველო მზად არის, შავ ზღვაზე ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს
საქართველო მზად არის ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საერთაშორისო კონფერენცია - „კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებების“ ფარგლებში რესტორან ფუნიკულიორში გამართულ ოფიციალური ვახშამზე განაცხადა. მინისტრმა მან ვარშავის სამიტის, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს პოლიტიკაზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. „სხვადასხვა შესაძლებლობებთან ერთად ვარშავის სამიტი ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაცაა. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენი კომუნიკაციის სტრატეგია და რამდენად წარმატებული იქნება ის სამიტის მიმდინარეობის დროს და მის შემდეგ... ევროკავშირში მიმდინარე ძვრების მიუხედავად ალიანსი კვლავ მტკიცედ ინარჩუნებს ინტეგრაციის პოლიტიკას. აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერება და ალიანსში მონტენეგროს მიღება ჩვენს განვითარებასა და წარმატებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მონტენეგროს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია კარის პოლიტიკა მუშაობს და ის ეფექტურია. შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებას საქართველო შესაძლებლობად აღიქვამს. საქართველო მზად არის ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ. ბრიუსელში და ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მკაფიოდ გვითქვამს, რომ თუ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაშინ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს გარეშე. როდესაც შავ ზღვაზე ბალანსის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუმინეთი და ბულგარეთი არ წარმოადგენენ სამიზნეებს. ამ რეგიონში მთავარი სამიზნეები საქართველო და უკრაინა არიან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)