|
2016-06-29 10:51:50, 958 ნახვა
რეგიონი
დაბა შუახევში ადიდებულმა მდინარემ ოთხი ხიდი წაიღო
დაბა შუახევის ოთხი სოფელი - სომლეთი, მოქნილეთი, ლაკლაკეთი და წაბლანა ცენტრალურ გზას ვეღარ უკავშირდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ დაბა შუახევის ადმინისტრაციულ სამსახურში განუცხადეს, ძლიერი წვიმის შედეგად, უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმა ოთხი ხიდი წაიღო. მათივე ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. „წუხელ სამი საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა იყო, ზოგან სეტყვაც. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები. განსაკუთრებით ძლიერი სტიქია იყო უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ ერთეულში წყალმა ოთხი, დიდი ხიდი წაიღო. ოთხი სოფელი, სომულეთი, მოქნილეთი, ლაკლაკეთი და წაბლანა ცენტრალურ გზას ვეღარ უკავშირდება. ახლა უკვე გამოიდარა. ამ დროისთვის დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ დაბა შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)