09:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 17:48:10, 553 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ეუთოში გიგი წერეთელს მხარი დაუჭირონ

"პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დეპუტატ გიგი წერეთლის კანდიდატურას და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იმავეს მოუწოდებს საქართველოს დელეგატებს," - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მიშველაძის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას საქართველოს პირველად მასპინძლობს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება, სადაც ასამბლეის პრეზიდენტი უნდა აირჩონ.

"2016 წლის  1-5 ივლისს, თბილისი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს.  

ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და სადაც უნდა მოხდეს ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა.

საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ამ პოზიციაზე აირჩეს ქართველი დეპუტატი. ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით, ამ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაში საქართველოს თემების უკეთ წამოსაწევად, შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დეპუტატ გიგი წერეთლის კანდიდატურას.

გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ინეტერსებიდან გამომდინარე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იმავეს მოუწოდებს საქართველოს დელეგატებს" - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics