08:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 13:39:41, 508 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: გაწვევის გაუქმების საკითხის ნატოს მოთხოვნებთან დაკავშირება ხიდაშელის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციაა

„სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების საკითხის ნატოს მოთხოვნებთან დაკავშირება, თინა ხიდაშელის მხრიდან ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა  თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრომ ჯარში სავალდებულო გაწვევა გააუქმა.

პრემიერი თავდაცვის მინისტრს ურჩევს,  აღნიშნული საკითხის გასარჩევად სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics