07:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 17:31:53, 548 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი წვევამდელებზე: ასეთი გადაწყვეტილებები ერთმა პირმა არ უნდა მიიღოს

„უნდა დავეთანხმო პრემიერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა მიიღოს“,-ასე  გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, შეირაღებული ძალების მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ იმ ბრძანებაზე ხელის მოწერას, რომლითაც თავდაცვის უწყებაში წვევამდელთა სავალდებულო გაწვევა უქმდება.

მარგველაშვილის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილებები როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

ამასთან, პრეზიდენტი განმარტავს, რომ მთლიანად სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა გაუქმებული არაა:

„არ არის გაუქმებული არანაირი სავალდებულო სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. უნდა დავეთანხმო პრემიერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის  პირის მიერ, უნდა იყოს განხილული როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში. აქ არ  არის საუბარი გადაწყვეტილების სისწორეზე“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით,   ხიდაშელის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics