|
2016-06-27 10:23:59, 1271 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: საქართველოს არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი არ სჭირდება
„საქართველოს არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი არ სჭირდება“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მინისტრის თქმით, უკვე არსებობს ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც თავისი არსით არის ყველაზე მაღალი ხარისხის დოკუმენტი, რაც კი რომელიმე ქვეყანასთან შექმნილა. „არანაირი MAP-ის მაგვარი, არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვითხოვია და შესაბამისად, არც ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ იმ მიმართულებებში, რაც დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზღვის მიმართულება, თავდაცვა, ავიაცია თუ სხვა, ვიცოდეთ ვისგან რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდეთ, რა ვადებში და რა იქნება ფაზები, როდესაც ეს პროცესი დასრულდება“, -აღნიშნა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)