|
2016-06-25 16:35:01, 556 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილესთან გიორგი ლილუაშვილთან, ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო აჭარის ქ. N10-ში შესრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩაზე 5600კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების პროექტი უახლოეს პერიოდში მომზადდება. სამუშაოები 2017 წელს დაიწყება. თბილისი მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ის პროექტები გააცნო, რომლებიც ჩუღურეთის რაიონში წლის ბოლომდე განხორციელდება. დავით ნარმანიას თქმით, ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმება. „მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონში გაკეთდა ბავშვთა სპორტული მოედანი, კეთილმოეწყო რამდენიმე სკვერი და დაიგო გზა. მოგვარდა ის პრობლემები, რომლებიც ათეულობით წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. დღეს ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას, რათა ამ უბანში წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ვისაუბროთ და პროექტები მათთან ერთად დავგეგმოთ, რათა ეტაპობრივად მოვაგვაროთ ყველა ის საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს. ტოლსტოისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული ტერიტორია ნაგავსაყრელად იყო ქცეული. ივანე ჯავახიშვილის ქ.N18-ში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, კიდევ ერთ ძველ თბილისურ ეზოს იერსახე შეუნარჩუნდა. განხორციელდა აივნებისა და კიბეების რეაბილიტაცია. 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩუღურეთის რაიონში თანადაფინანსებული პროექტებით სამუშაოები სულ 232 მისამართზე ჩატარდა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)