07:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 09:25:18, 587 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა.

მთავრობის ადმნისიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი შპს „შავი ზღვის ცემენტის“  ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრება , რომელიც სენაკში, 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. ამასთან, 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება .

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ „მარულას" და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც  „ქართუ ჯგუფის» დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერ-მინისტრი  სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსებულ  საკონდიტრო საწარმოს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერს“ ეწვევა.

აჭარის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა– გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის– "კასტელო მარე" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics