|
2016-06-24 21:44:26, 589 ნახვა
საზოგადოება
ძალადობის პრევენცია არჩევნების პერიოდში - პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სესიაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. ცვლილებების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა. ცვლილებების თანახმად, ძალადობა და ძალადობის მუქარა კენჭისყრის შენობაში, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ღონისძიების დროს ან ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სრულიად ახალი − 1621-ე მუხლი, რომლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში, კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებების დროს ძალადობა, რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით. ძალადობრივი ქმედება, რომელსაც მოჰყვა პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. თუკი იგივე ქმედება იქნება ჩადენილი ჯგუფურად, სასჯელის ზომა იქნება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსშიც, რომლის თანახმად, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა შენობაში, პოლიციას შეუძლია, მივიდეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახების გარეშეც. „თუკი ადგილი აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და თუ ეს აუცილებელია, გამონაკლის შემთხვევებში, პოლიციას შეუძლია, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, და არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახების გარეშეც იმყოფებოდეს. პოლიციის კანონიდან გამომდინარე, პოლიციას, ზოგადად, აქვს ვალდებულება, აღკვეთოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საარჩევნო კოდექსი, რომელიც ორგანული კანონია და რომელიც იერარქიით აღემატება, მათ შორის, პოლიციის კანონს, პოლიციის გამოცხადებას უბანზე ან, თუნდაც, მიმდებარე ტერიტორიაზე, არეგულირებდა მხოლოდ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით. ანუ თუ არ იქნებოდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნა, პოლიცია ვერც კენჭისყრის შენობაში და ვერც მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ გამოცხადდებოდა − ეს იყო კანონმდებლობის რეალური ხარვეზი და სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად წარმოდგენილი პროექტი. ამ კანონის მიზანი არის ის, რომ არჩევნების დროს უზრუნველყოს თითოეული ჩვენგანისთვის ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში კენჭისყრის პროცედურების გავლა“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. აღსანიშნავია, რომ მეორე მოსმენის რეჟიმში სესიაზე გაზიარებულ იქნა დეპუტატების მოსაზრება და კანონპროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აუცილებლობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოლიციელები დატოვებენ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას. წარმოდგენილი ცვლილებებით მკაცრდება სანქცია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვისაც. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ცვლილებების მომზადების დავალება იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრისაგან 23 მაისს მიიღო. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება ისეთი ქმედებები, რომლებიც განზრახ უშლის ხელს ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენას; შემოთავაზებული ცვლილებებით კი, დასჯადი ხდება ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მოძალადის მიზანი ამომრჩევლის ნების გამოხატვისათვის ხელის შეშლა. მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ნებას − ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში რეალიზაცია.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)