|
2016-06-24 19:20:00, 624 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხულორდავა პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ გაეროს ხერლმძღვანელი საქართველოში ნილ სკოტი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველო საშა გრაუმანი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათივე ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი სამწლიანი პროექტის ერთ-ერთი მიზანი ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვა იქნება საქართელოში. „ამ პროცესში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აქვს . ჩვენ ვმუშაობთ როგორც პატიმარ, ასევე პრობაციონერ ბავშვებთან, უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, რაც ერთის მხრივ კოდექის მიღების, მეორეს მხრივ კი პრაქტიკის დახვეწის შედეგია. დღეისათვის პატიმრობაში სულ 27 არასრულწლოვანია, რაც საგრძნობლად გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2010 წელთან შედარებით, როდესაც სისტემაში 200-ზე მეტი ბავშვი იყო. პრობაციონერთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ძალიან ბევრი ამბიციური გეგმა გვაქვს, რაც გამომდინარეობს ახალი ვალდებულებებიდან, რაც დაგვეკისრა არასრულწლოვანთა კოდექსის მიღებით და ამ პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან, მათ შორის იუნისეფთან, ევროკავშირთან და სხვა დაინტერესებულ მხარესთან,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ. იუნისეფის წარმომადგენლის საქართველოში საშა გრიუმანის განცხადებით, გასულ წელს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ფართო სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა შესაბამისობაში მოჰყავს საერთაშორისო სტანდარტებთან. „ ევროკავშირის მხარდაჭერით დაწყებული პროექტი უზრუნველყოფს კოდექსის ძირითადი პრინციპების განხორციელებას პრაქტიკაში და ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვების ინტერესების გათვალისწინებას,“-აღნიშნა საშა გრაუმანმა. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და სამართლის სფეროს წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას დაეთმობა. ასევე, დაგეგმილია სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ეროვნული კანონმდებლობის გადასინჯვა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; მართლმსაჯულების სისტემაში მყოფი ბავშვების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა; ბავშვის უფლებათა მონიტორინგის და ხარისხის უზრუნველყოფის უწყებრივი მექანიზმების გაძლიერება; მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა; სისხლის და სამოქალაქო სამართლის სისტემის სპეციალიზაცია და სპეციალიზებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება; კანონთან კონფლიქტში მყოფი და დაზარალებული ან მოწმე ბავშვებისა და სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. პროგრამას - „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდი(UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამა ერთობლივად (UNDP) ახორციელებენ. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრობაციონერთა მიერ დამზადებული თექის ნამუშევრები და ნახატები.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)