14:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 18:39:43, 924 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს რუსი ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს რუსი ჟურნალისტები სტუმრობენ. პრესტურის ფარგლებში აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების Interfax-ის, Elle.ru-ის, Harper’s Bazaar-ისა და სხვა რეიტინგული ონლაინ-ბეჭდური მედიის ჟურნალისტები გაეცნენ. ისინი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მახუნცეთის ჩანჩქერსა და სოფელ ვაიოს სტუმრობდნენ, სადაც გარდა ტურისტული ადგილების მონახულებისა ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები აღნიშნულ მედია გამოცემებში ივნისის ბოლომდე გავა. 

რუსეთში წარმოებული პიარ კამპანიების ფარგლებში პრესტურს დეპარტამენტი ფედერაციიდან მეოთხედ მასპინძლობს. 2016 წლის მარტიდან დღემდე აჭარის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები სხვადასხვა მედია საშუალებების გარდა რუსეთის პოპულარული ტელეარხების “Моя планета“- ს და „ПЯТНИЦА»- ს ობიექტივში მოხვდა. ტელეარხებმა რეგიონში მოგზაურობასა და გასტრონომიას სპეციალური გადაცემები მიუძღვნეს. წლის ბოლომდე დეპარტამენტი რუსეთიდან დამატებით ორ პრესტურს გაუწევს ორგანიზებას. აქედან ერთი  ტელეარხ „ПЯТНИЦА»- ს გასართობი გადაცემა „ЖаннаПожени” გადამღები ჯგუფი იქნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics