20:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:35:58, 1127 ნახვა

ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მუშაობის შედეგები შეაჯამა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მედიასთან შეხვედრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ სააგენტოს მთავარ მიღწევად ქართული დროშის შავი სიიდან ამოღება დაასახელა, რასაც საზღვაო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დახვეწა და აუდიტორული შემოწმების წარმატებით გავლა მოჰყვა. 

მედიასთან შეხვედრაზე ახალაძემ აღნიშნა, რომ მეზღვაურთა დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებამ ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალი შანსი მისცა. გემებისთვის შემცირებული სარეგისტრაციო ტარიფები, წარმატებული საერთაშორისო აუდიტები (EMSA, IMSAS), მეზღვაურთა ელექტრონული სახელმწიფო რეესტრი, ზღვაზე ძებნა/გადარჩენის რეაგირების მზადყოფნა და  საზღვაო სახელწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები საზღვაო სააგენტოს წარმატებულ პროექტებში აღინუსხა. 

აქვე აღინიშნა რომ საზღვაო სააგენტოსთვის  პრიორიტეტად რჩება  მეზღვაურთა განათლების ხარისხის და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.  

სააგენტოს სამომავლო გეგმებში ქართული დროშით მცურავი გემების რაოდენობის გაზრდა და საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი იახტების საქართველოში მოზიდვა დასახელდა. 

შეხვედრის დასასრულს სააგენტოს დირექტორმა ჟურნალისტები საერთაშორისო საზღვაო გამოფენზე დაპატიჟა, რომელიც სექტემბერში, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით,  ბათუმში  გაიმართება. 

   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics