|
2016-06-24 15:13:01, 603 ნახვა
საზოგადოება
„m2 თამარაშვილზე“ - კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვენახევრით ადრე დასრულდა
დეველოპერული კომპანია m2-მა თამარაშვილის ქუჩის #6-ში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა. როგორც საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის დასრულების შემდეგ „m2“-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ აღნიშნა, კომპლექსში 270 ბინაა და 75% უკვე გაყიდულია. „m2“-ი თავის ტრადიციას აგრძელებს და კიდევ ერთი პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. სამი თვით ადრე დავამთავრეთ ორივე კორპუსი. კორპუსები არის ენერგოეფექტური. კომპლექსში 270 ბინაა და 75% უკვე გაყიდულია. ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ გაყიდული ბინების გადაცემას მომხმარებლებზე და ჩვენი კლიენტები შეძლებენ თანდათანობით შემოსახლდნენ ამ კორპუსებში. ჯამური ინვესტიცია რაც „m2“-მა განახორციელა გახლავთ 21 მილიონი დოლარი და ეს პროექტი ნაწილობრივ დაფინანსდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის და კანადის მთავრობის მიერ. ამ ორ ორგანიზაციას გამოყოფილი ჰქონდა 14 მილიონი საკრედიტო რესურსი, რომელიც მთლიანად გასტუმრებულია კომპანიის მიერ“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ. „m2 თამარაშვილზე“ 270 ბინიანი კომპლექსია, რომლიც ორი ცხრამეტსართულიანი კორპუსისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაშია, რომ თითოეულ ბინას მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივანი აქვს. პროექტს გამოარჩევს გამწვანებული გარემოც -მრავალწლოვანი ნარგავები და კორპუსების გვერდით სპეციალურად მოწყობილი სკვერი. დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოების კომპლექსს ეყოლება საკუთარი დაცვის, დასუფთავების და გამწვანების სამსახური, რომელთა მომსახურებაც ერთი წლის განმავლობაში მობინადრეთათვის უფასო იქნება. ასევე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარით. საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „m2 თამარაშვილზე“ მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირდაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. მაცხოვრებლებს სახლში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. მშენებლობის ბოლო ეტაპზე თითოეული ბინის მფლობელს საშუალება ჰქონდა თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები. მნიშვნელოვანია, რომ „m2 თამარაშვილზე“ სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კომპლექსში დამონტაჟებულია ქართული ხმოვანი ლიფტები. ცნობისთვის, „m2“-მა ამ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის შესახებ 2014 წლის 22 ივლისს განაცხადა. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი იმავე წლის აგვისტოში დაიწყო და 22 თვეს გაგრძელდა. პროექტი „m2 თამარაშვილზე“ დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობამ 14 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით გამოყო. გაყიდვების მაღალმა ტემპმა კომპანიას საშუალება მისცა აღნიშნული სესხი ვადაზე ადრე დაეფარა. პროექტის მთლიანმა საინვესტიციო ღირებულებამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის კომპლექსში ბინების 75% გაყიდულია. „m2 თამარაშვილზე“ კომპანიის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტია. (R)
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)