15:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 14:33:24, 671 ნახვა

საზოგადოება
ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა

ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, 200–მდე ადამიანი დაბა სტეფანწმინდაშია გადაყვანილი, ხოლო მათი ნაწილი თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საშუალებით გადმოიყვანეს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ამალი-დევდორაკის ხეობაში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურებმა, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, ოპერატიულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ხეობაში იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც გადაუდებელ სამუშაოებს ადგილზე კოორდინაცია გაუწია. ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. შემთხვევის ადგილზე თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფიც გაიგზავნა. გიორგი მღებრიშვილის დავალებით, გამოიყო ვერტმფრენი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების რუსეთის საზღვრამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ადგილამდე მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიაცილებენ. მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics