|
2016-06-24 12:51:28, 607 ნახვა
საზოგადოება
SilkTV -ის აქცია ბათუმელებს სპეციალურ პირობებს თავაზობს
ბათუმის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ წლის ბოლომდე ჩაერთონ სილქნეტის სატელევიზიო შეთავაზებაში - დაიმატონ კიდევ ერთი SilkTV და ინსტალაციის საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ მომსახურებით სპეციალურ ფასად. აღნიშნული პირობა ვრცელდება ბათუმში, ოპტიკური დაფარვის ზონაში მცხოვრები არსებული და ახალი მომხმარებელებისთვის. აქციაში ჩართვა 31 დეკემბრამდე მიმდინარეობს. კომპანიამ კიდევ ერთი სატელევიზიო სერვისის დამატების შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის 50 ლარის ნაცვლად, უფასო ინსტალაციის აქცია დაიწყო. ასევე, საგანგებოდ ბათუმის მომხმარებლებისთვის შემცირდა ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი დამატებით ტელევიზორზე და ის 10 ლარის ნაცვლად 6 ლარია. ბათუმში ოპტიკური ტექნოლოგიის ინტერნეტ, სატელეფონო და სატელევიზიო სერვისით სარგებლობენ: გორგასლის, ხიმშიაშვილის, ასათიანის, 26 მაისის, მემედ აბაშიძის, პუშკინის, ოძელაშვილის, აფხაზეთის, გრიბოედოვის, ნინოშვილის, დემეტრე თავდადებულის, თამარ მეფის, გოგებაშვილის, გრიშაშვილის, კობალაძე, კლდიაშვილის, გამსახურდიას, ლეონიძის, ლორიას , კომახიძის, მელიქიშვილის, ლერმონტოვი, ფიროსმანი, ბარათაშვილი და სხვა ქუჩების მაცხოვრებლები. დეტალურ ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს 24საათიანი ცხელი ხაზი (032) 2 100 100. გარდა არხების მრავალფეროვნებისა და გადახვევა-დაპაუზების ფუნქციისა, SilkTV სერვისი გამოირჩევა თემატური პაკეტების სიუხვით. მათ შორის ექსკლუზიური ქონთენთით თემატური პაკეტის სახით Silkსპორტი, რომელიც აერთიანებს სამ სპორტულ არხს, Silk სპორტ HD1, Silk სპორტ HD2, Silk სპორტ HD3. აღნიშნული არხებით ხდება რეტრანსლირება ისეთი მასშტაბური სპორტული მოვლენების, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის ჩემპიონატები, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. Silk სპორტი აშუქებს საკალათბურთო რეპორტაჟებს, ევროლიგისა და NBA-ის, როგორც რეგულარული ჩემპიონატის, ასევე Playoff-ის ძალზედ საინტერესო თამაშებს; უიმბლდონისა და Masters-ების არაერთ ტურნირს. SilkTV-ის მომხმარებელს სპორტული თემატური პაკეტი შეუძლია დაიმატოს ცხელი ხაზის ან საგანგებოდ შექმნილი პორტალის my.silknet.com მეშვეობით.
(R)
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)