14:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 11:26:07, 596 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ, სკვერების რეაბილიტაცია 48 მისამართზე დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, სკვერების ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. სკვერი შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით.

დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე დამატებით 11 მისამართზე დამონტაჟდა გასართობი საბავშვო გასართობი ატრაქციონი-სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.

ამ ეტაპზე, დაზიანებული სკვერების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს 10 მისამართზე, ხოლო წლის განმავლობაში დამატებით 30 სკვერი აღდგება.

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ წლის განმავლობაში პროექტის მიხედვით 9 ახალი სკვერი მოეწყობა.

სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვისა და ატრაქციონების მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 509 400 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics