|
2016-06-24 09:34:30, 597 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მესტიაში სამართლის შესახებ ტრენინგი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ მესტიელი ახალგაზრდებისთვის სამართლის შესახებ ოთხდღიანი სემინარები ჩაატარა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, პროექტში ჩაერთო დაბა მესტიისა და მიმდებარე სოფლების - ლატალის,ლენჯერის, მულახის საჯარო სკოლების 45 მოსწავლე. მათივე ცნობით, სემინარების თემები ახალგაზრდებმა თავად შეარჩიეს.ტრენინგები მიეძღვნა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საერთაშორისო კონვენციას, გენდერულ თანასწორობას, სამართლის დარგებს, სისხლის სამართალს, ბავშვთა უფლებებს. პროექტი სალექციო მეთოდის გარდა,მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებსაც; გაიმართა დისკუსია და მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების ჩვენება/განხილვა. პროექტის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებლი სერტიფიკატი და ასაკობრივად ადაპტირებული წიგნი სამართლის შესახებ - „სამართლის ქალაქი“. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბრენდირებული საჩუქრები. შეხვედრები მესტიის იუსტიციის სახლში გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)