06:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 19:51:40, 646 ნახვა

პოლიტიკა
ფედერიკა მოგერინი: საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ახლა ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით

„ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს სახელით, მე მაქსიმალურად მკაფიოდ დავაფიქსირე აზრი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ.  საქართველომ შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო.  ახლა გადაწყვეტილება საბჭოზეა, კომისიის მხრიდან კი არსებობს მკაფიო რეკომენდაცია. საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ეხლა ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა  ფედერიკა მოგერინიმ „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ" საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე გააკეთა.
 
ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, და საგარეო საქმეთა მინისტრთან არსებული   შესანიშნავი პარტნიორობა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო  და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსთან არჩევნების შემდეგაც ისეთივე კარგი იქნება როგორც არჩევნებამდე იყო.
 
ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც მიხეილ ჯანელიძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics