21:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 17:58:43, 987 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო შეიქმნა

ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის კერძო სექტორისა და მთავრობის წევრების ჩართულობით სპეციალური საბჭოს შეიქმნა - ამის შესახებ 23 ივნისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, საბჭოს შექმნის ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მიმართული საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად და ამ პროცესში ჩართული იყოს კერძო სექტორი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად.

საბჭო იმუშავებს  საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მარკეტინგული და საპრომოციო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია,  ხოლო ქვეყნის ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხილვა-დაგეგმვის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა.

საბჭო განიხილავს ინფორმაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ მიზნობრივი ტურისტული ბაზრების, მარკეტინგული არხების, საშუალებებისა და ასეთი აქტივობებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის შესახებ, კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის შიგნით ჩასატარებელი ტურისტული და კულტურული  თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, შეიმუშავებს საქართველოსთვის ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდარს.

საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics