|
2016-06-23 15:53:22, 579 ნახვა
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს 1 ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაეზრდება
პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს პენსია 1 ივლისიდან 180 ლარამდე გაეზრდება. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი დასამტკიცებლად მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა: „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები.შევთანხმდით, რომ მთავრობის მომავალ სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს, რომლის მიხედვითაც, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს მომავალი 1 ივლისიდან 180 ლარამდე გაეზრდებათ პენსია. ვფიქრობ, რომ მთავრობის მომავალ სხდომაზე ამაზე ვიმსჯელებთ და დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკა ნებისმიერ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსების საკითხია. ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები გვაქვს, რომლებშიც შშმ პირები არიან და მათ დამატებითი ზრუნვა სჭირდებათ. მათ ხშირად გარკვეული არც თუ ისე მარტივი სამედიცინო პრობლემები აქვთ, გარდა საკუთრივ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ისინი სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ. 2013 წლიდან ჩვენ რამდენიმე ცვლილება გავატარეთ, ძირითადად ეს იყო სპეციფიკური მოვლის საჭიროების მქონე ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც გამოიხატა სამ მიმართულებაში. პირველი, საკუთრივ რეგულაციები, 2014 წელს დაავადება ჰიდროცეფალიის მასზე რეაგირებისა და ზრუნვის პროგრამა, რამაც შეზღუდა სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის ზიანი; მეორე - პერსონალის გადამზადება სპეციფიკურ მოვლის საკითხებში და მესამე, როდესაც ჩვენ მოგვიწია ხისტი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ჩვენ რამდენიმე შშმ პირების პანსიონატების ხემძღვანელები გაგვეთავისუფლებინა. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუტოლდეს ყველა დანარჩენის სიცოცხლის ხანგრძლივობას”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)