|
2016-06-23 13:03:56, 473 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებას განიხილავს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოს შემადგენლობაზე და მისი შექმნის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: „ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ქვეყნის პრომოციას- როგორ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე შიგნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა სახელწმიფო ბიუჯეტიდან. ამ პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით, იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, მსხვილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების ქსელების-კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათთან ერთად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის პარალელურად მომავალი წლის კალენდარის განსაზღვრა და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საბჭომ იმუშაოს ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიმართულებითაც. სავარადუდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორის თანამონაწილეობით, განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდნენ, როგორც სასტუმრო ქსელებმა, ასევე ტურისტებმა, თუ რა კალენდარი იქნება ჩვენს ქევყანაში ამ მიმართულებით, რათა მათ დაგეგმონ საკუთარი აქტივობები და ასევე ტურიზმის ადმინისტრაციამ დაგეგმოს მნიშვნელოვანი აქტივობები, რათა ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის გასართობ, თუ სხვა ღონისძიებებს, კულტურტულ ღონისძიებებს. გამოიკვეთა ხარვეზები და ვფიქრობღთ, მთელი ამ პროცესის დახვეწისათვის, ამ პროცესში სახელმწიფოსათან ერთად, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან კარგი იქნება “, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)