06:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 12:06:28, 532 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: გერლიანის საქმე ოდესელებისგან წმინდა წყლის პროვოკაცია იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის საქმეს პროვოკაციად მიიჩნევს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ყველასათვის ნათელია, რომ ეს ოდესელების პროვოკაცია იყო“.

„ნებისმიერ შემთხვევაში, გერლიანი იქნებოდა გამოძევებული, თუ დეპორტირებული, უკრაინულ მხარე ვალდებული იყო და უნდა შეეტყბინებინა ქართული მხარისთვის. გერლიანის საქმე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია ოდესელებისგან. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის დღესავით ნათელია, მაგრამ არაუშავს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად. უკრიანული მხარე ვალდებული იყო, ქართული მხარისთვის ეცნობინა”, - აღნიშნა მრებრიშვილმა.

მისივე განცხადებით, არაერთხელ გასაჯაროვდა იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობა, ვინც 2006-2012 წლებში საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და დატოვეს.

„არანაირი ზომები არ იქნა მათ მიმართ გამოყენებული, არავინ დუაკავებიათ, პირიქით თავისუფად გადააგდილდებოდნენ. გერლიანთან დაკავშირებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, არ იყო ძებნა გამოცხადებული. ეს პროვოკაცია იყოს ოდესელების. საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა ის ორ დღეში დააკვეს, გაირკვა მისი ადგილსამყოფელი და მიუხედავად იმისა, რომ მიმალვას ცდილობდა, დავაკავეთ”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics