12:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 15:10:35, 789 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი, ევროკავშირის  დელეგაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად  ეწვია და პროექტის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

სტუმრებს სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა და პროექტის - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" - წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ევროკავშირის  დელეგაციის წევრები პროექტის - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" - შედეგებს გაეცნენ.   საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის გაცნობისა და ცენტრის დათვალიერების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროექტს - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" - ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცენტერები ფუნქციონირებს საქართველოს 8 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრები აშენდა საოკუპაციო ზოლის  მახლობლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics