|
2016-06-22 12:52:51, 706 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს Dirsi-ს ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს. უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ Dirsi-ს კორპუსში 30 ოროთახიანი ბინა 1 746 310 ლარად შეისყიდა. საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. Dirsi - ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად განთავსებულია: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო და საბავშვო სათამაშო მოედნები. უახლოეს მომავალში, თბილისის ზღვაზე, „ოლიმპიურ სოფელში“ ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცემა. 2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი 400 დევნილი ოჯახი გახდება. ცნობისთვის, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)