2016-06-22 11:02:48, 676 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ვარაშვის სამიტზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას მივიღებთ
„ვარშავის სამიტზე ნატოს წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას მივიღებთ“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე ელის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას არსებითი პაკეტის გაძლიერების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით.
„მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ წევრობის მზადება გააგრძელოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან