|
2016-06-21 17:09:18, 1067 ნახვა
სხვადასხვა
სასჯელაღსრულებისა სამინისტრომ საბადრაგო ავტომობილების პარკი განაახლა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ საბადრაგო ავტომობილების პარკი განაახლა. სამინისტრომ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ბადრაგირებისთვის განკუთვნილი 11 ახალი ავტომობილი შეიძინა, მათ შორის ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო ავტობუსია, რომლითაც ერთდროულად 18 პირის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ახალი საბადრაგო ავტომობილები აღჭურვილია ვიდეომონიტორინგის, ცენტრალური კონდინცირებისა და გათბობის სისტემებით. ახალი ავტომობილები დღეს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაათვალიერა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყება ყოველდღიურად ზრუნავს ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველდღიურად ზრუნავს, რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა. ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)