|
2016-06-21 17:04:46, 1010 ნახვა
რეგიონი
საჩხერის მუნიციპალიტეტში 7 კილომეტრიანი რეაბილიტირებული გზით 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, ბეტონის კიუვეტები, ბორდიურები და წყალამრიდი ლითონის მილები. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 499 000 ლარია. არსებული გზა იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. რეაბილიტაციის შემდეგ საირხის, გორისას, მოძვის, ჯალაურთას, ქორეთის და ჭორვილას მოსახლეობა გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს. პროექტზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)