|
2016-06-20 12:13:47, 965 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით როტერდამში იმყოფება
როტერდამში ევროკომისიისა და ნიდერლანდების სამეფოს ორგანიზებით „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების დღეები“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შედგა მინისტერიალი „სატრანსპორტო თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან“ და ასევე შეხვედრა ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი. თავის გამოსვლაში ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო მაგისტრალთან შეერთების მნიშვნელობას, ისაუბრა სატრანსპორტო ინფრასტუქტურულ პროექტებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში საკანონმდებლო ჰარმონიზაციის, უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებზე. დავით ხუციშვილმა ასევე ისაუბრა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მნიშვნელობაზე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების მიზნით. ღონისძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის წარმომადგენლებთან - ტრანსპორტის ევროკომისრის ვილოლეტა ბულცის კაბინეტის უფროსთან მატეჟ ზაკონჟეკსთან და მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალურ დირექტორთან ჰენრიკ ჰოლოლეისთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბოსნია/ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბოსნია/ჰერცეგოვინას გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)