|
2016-06-19 15:08:29, 656 ნახვა
საზოგადოება
ქარტია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ჟურნალისტის საქმიანობას იცავს კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავე დაისჯება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. როგორც ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ამიტომაც, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, საქმეს მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია, დადგეს დამნაშავე პირის პასუხისმგებლობა და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას იცავს კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება. "მაუწყებლის ინფორმაციით, 19 ივნისს გამთენიისას ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან ინტერვიუს იღებდნენ, როდესაც უცნობმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გამოძიება, არ გავრცელებულა ინფორმაცია დაისაჯა თუ არა ვინმე ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის გამო. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გამოძიებაარ მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან". „რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჟურნალისტის საქმიანობის დაცვის მიზნით კოდექსში არსებული 154-ე მუხლი პრაქტიკულად არ გამოიყენება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამღებ ჯგუფს სწორედ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ამიტომაც მნიშვნელოვანია მას მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია, დადგეს დამნაშავე პირის პასუხისმგებლობა და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას იცავს კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება",-ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)