2016-06-18 17:02:43, 862 ნახვა
პოლიტიკა
სიღნაღსა და დედოფლისწყაროს ოლქში „ენმ“-მ მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
სიღნაღისა და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იქნება.
პარტიამ ადგიობრ ამომრჩეველს ბეჟაშვილის კანდიდატურა დღეს წარუდგინა. შეხვედრა სიღნაღის ცენტრში გაიმართა. მას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ.
ლევან ბეჟაშვილმა, მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები გააცნო.
,,ქვეყანას სჭირდება ამუშავება, წინსვლა. ხალხი უიმედოა ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში და გველოდება ჩვენ, რომ 8 ოქტომბერს ხალხთან ერთად შევძლოთ საქართველოს წინსვლა,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
ცნობისთვის, ლევან ბეჟაშვილი მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრიცაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან