03:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 18:10:21, 684 ნახვა

პოლიტიკა
ინტერპარტიულმა ჯგუფმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფი შექმნეს

ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტს შეიმუშავებს, ამის შესახებ პრეზიდენტისა და ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

”ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, პრეზიდენტი ითვალისწინებს იმ შენიშვნებს, რაც ინტერპარტიულ ჯგუფს აქვს.

დავითაიას თქმით, ცვლილებებს და შენიშვნებს პარლამენტს პრეზიდენტი შესთავაზებს და ეს ყველაფერი უკვე ინიცირებული და მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის საბოლოოდ მიღებამდე მოხდება.

”მუშა ჯგუფი იმუშავებს იმაზე, თუ რა საკითხები შეიძლება იქნას შემუშავებული კონსესუსისთვის და ეს იქნება მსჯელობის საგანი ხელისუფლებასთან ერთად. შემდეგ გადაწყვეტს პრეზიდენტი თუ როგორ იმოქმედებს”, - განაცხადა დავითაიამ.

პრეზიდენტის მრჩეველ ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში სისტემურ ცვლილებებზე არის საუბარი, პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა, პოლიტიკურ ძალებს აღნიშნული ცვლილებების მიღებაში დახმარებოდა და ხელი შეეწყო.

”რაც შეეხება ცვლილებებს, რომელზეც არის საუბარი, არის მინიმალური იმისთვის, რომ არ გაუარესდეს ვითარება მთელ რიგ პოლიტიკურ ძალებს უკვე განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ორი მოსმენით არის მიღებული და იყოს მეტნაკლებად სამართლიანი გარემო და სამართლიანი პოლიტიკური წესები”, - აღნიშნა ჩიხრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალა აღნიშნულ საკითხებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება.

რაც შეეხება ვეტოს, ფიქრია ჩიხრაძის თქმით,  ქვეყნის პირველი პირი არაფერს გამორიცხავს.

პარლამენტმა წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი ორი მოსმენით განიხილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics