03:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 17:51:35, 543 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხრაძე: როცა პრეზიდენტი პრემიერს ელაპარაკება, ოპოზიცია ნერვიულობს, ხოლო როცა ოპოზიციას - ხელისუფლება

უცნაური ვითარებაა, როცა პრეზიდენტი პრემიერს ელაპარაკება, ოპოზიცია ნერვიულობს, ხოლო როცა ოპოზიციას - ხელისუფლება იწყებს ნერვიულობას, - ასე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიგა ბოკერიას შეხვდა და პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება სთხოვა.

ფიქრია ჩიხრაძეს განცხადებით, პრეზიდენტი ხვდება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება და გარკვეული მოსაზრებების გაზიარება ენდომება.

”რაღაც უცნაური ვითარება არის შექმნილი, როცა პრეზიდენტი ელაპარაკება და კონსულტაციებს გადის პრემიერთან, ოპოზიცია იწყებს ნერვიულობას ამის თაობაზე, როცა ოპოზიციას ელაპარაკება, ხელისუფლება იწყებს ნერვიულობას. დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ჰქონდა შეხვედრა და ალბათ უნდა ინერვიულოს საპარლამენტო ოპოზიციამ, ან ისევ ხელისუფლებამ. ჩვეულებრივი რამ არის ეს, პრეზიდენტი ხვდება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება და გარკვეული მოსაზრებების გაზიარება ენდომება.

რაც შეეხება მერაბიშვილთან დაკავშირებულ თემას, იმ დღეს, როცა გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა, მე პირადად ვთქვი სიტყვა-სიტყვით ის, რაც შემდეგ გააგრძელა და განაცხადა ეკა მიშველაძემ და გამოვხატეთ პრეზიდენტის პოზიცია. ვთქვი ის, რაც მიშველაძემ თქვა. ჩვენ ამოვდივართ მხოლოდ ობიექტური ხედვიდან, ნურავინ ინერვიულებს ამის გამო. პრეზიდენტი იმის პრეზიდენტია, რომ ყველასთან ჰქონდეს ურთიერთობა, კონკრეტულ საქმეებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კანონიდან და იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე გადადგამს, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის იქნება მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმე აღმოჩნდა საქართველოსთვის და ყველა ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს სიმძიმე, თავისი გადაწყვეტილებებით პასუხი უნდა აგოს, რადგან მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ქართულ სახელმწიფოს”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაზე საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics