|
2016-06-17 16:48:55, 548 ნახვა
საზოგადოება
გამწვანების სამსახურის უფროსი ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობას გაეცნო
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებმა ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობა შეისწავლეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“ ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ. სპეციალისტების შეფასებით, ხეობაში დარგული მცენარეების მინიმუმ 80%-ი გაიხარებს. რაც შეეხება დანარჩენს, კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“-ის მიერ ნერგების მოვლა- პატრონობაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში, იგივე სახეობისა და ზომის ხე მცენარეებით სრულად ჩანაცვლდება. ეს ჩანაცვლება კი არსებული საკონტრაქტო ღირებულების ფარგლებში მოხდება. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, დარგული მცენარეების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. „მსგავსი მასშტაბის გამწვანების პროექტი ქალაქში არ განხორციელებულა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი. ჩვენ გვაქვს მუდმივი მონიტორინგი დარგული მცენარეების, ასევე თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაცია, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტებთან“,- განაცხადა ნინო სულხანიშვილმა. კონტრაქტორი კომპანია შპს „გრინსერვის+“-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება მწვანე ნარგავების შესანარჩუნებლად. უკვე შეტანილია სასუქი, მიყვანილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დაყენებულია ჭიგოები. პროექტის ფარგლებში, ვერეს ხეობაში სულ 5 000 ნერგი დაირგო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)