|
2016-06-17 15:22:56, 702 ნახვა
საზოგადოება
არქიტექტურის სამსახური დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ტრენინგ-სემინარებს აწყობს
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ტრენინგ-სემინარების ციკლი წამოიწყო. როგორც ღონისძიების გახსნაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქალაქის განვითარებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საინტერესო დისკუსიის საშუალებას იძლევა. მან ტრენინგ-სემინარში მონაწილე არქიტექტორებს, ურბანისტებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა აქტიურად დააფიქსირონ საკუთარი პროფესიული მოსაზრებები, როგორც ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებზე, ასევე მათი აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე. განახლებული დადგენილების საკითხებზე ტრენინგების მსურველთა რეგისტრაცია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე (www.tas.ge) 3 ივნისს დაიწყო და მას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა პირმა დააფიქსირა. საკანონმდებლო ცვლილებებს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ჯგუფებად დაკომპლექტებულ მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)