|
2016-06-17 14:42:50, 691 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საკრებულოში, ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბათუმის საკრებულოში, ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით, K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლებამოსილების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკითხი საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ მიერ არის ინიცირებული. "დღემდე K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქრთველოს ეკონომიკისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ასევე, აჭარის მთავრობის მეთაურს შეეძლოთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა დარეგურირდეს და მომავალი რეკომენდაციების უფლება უნდა მიეცეს თვითმართველობას, ამ შემთხვევაში უფრო მოქნილ ორგანოს ეს იქნება საკრებულოს ბიურო ამას ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და შემდგომში გადაწყვეტილებებს მიიღებს ბათუმის მერი ზონალურ საპჭოთა შეთანხმებით. ეს განკარგულება მომზადებულია ფრაქცია "რესპუბლიკელების" მიერ და უახლოს საკრებულოს სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ და ვიმედოვნებთ, რომ საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ ამ ახალ გადაწყეტილებას“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.
ხვიჩა მამულაძე
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)