16:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 12:55:52, 398 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები კლავენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს

პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, „მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები კლავენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს“.
„ბორის ნემცოვის ბარბაროსული მკვლელობის შემდეგ: მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები კლავენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს.... მეტი რა არის სათქმელი... და კიდევ ვიღაცა ჩათვლის რომ რუსული გზა შეიძლება ჩვენთვის სასურველი გზა იყოს და თავისუფლების გზას ჯობდეს?... მხოლოდ იმიტომ რომ თავის მეხსიერებაში მხოლოდ ბოლო საბჭოთა პერიოდი რჩება, როცა საჭმელი არ აკლდა და სამსახური ქონდა მაგრამ არ მუშაობდა.. ის კი ავიწყდება თუ ამ “კონფორტის" ფასად რამდენი ქართველი დაიხრვიტა, გადასახლებასი დაიღუპა, რამდენი ოჯახი განადგურდა და სახელმწიფო როგორ გააქრეს...“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით მოსკოვის ცენტრში რუს ოპოზიციონერს ექვსი ტყვია ესროლეს. ნემცოვი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics