2016-06-17 09:32:41, 668 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი საარჩევნო უბნებთან მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ ინიციატივაზე იმსჯელებს
პარლამენტი საარჩევნო უბნებთან მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ ინიციატივას პირველი მოსმენით განიხილავენ.
დანაშაული ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი თუ მსგავს ქმედებას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მოყვება ან ის ჩადენილია ჯგუფურად, სასჯელი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
გამონაკლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, პოლიციელებს, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლებაც ექნებათ.
ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით შემუშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან