|
2016-06-16 16:45:28, 1160 ნახვა
სხვადასხვა
ბრიტანელმა ბებიამ Google და სოციალური ქსელების მომხმარებლები გაახალისა
საძიებო სისტემა Google-მა ასაკოვანი ქალბატონის ზრდილობიან შეკითხვას უპასუხა, რომელმაც სისტემას "გთხოვთ" და "მადლობა" სიტყვებით მიმართა. ქალის შვილიშვილმა ბენ ჯონმა ბებიის მიერ დასმული ეს ზრდილობიანი შეკითხვა "დაასქრინშოთა" და ინტერნეტში განათავსა. ზრდილობიანმა ბებიამ ინტერნეტ-მომხმარებლების ხალისი და სიყვარული დაიმსახურა. ქალბატონის კითხვა კი ასე ჟღერდა: "თუ შეიძლება, გადამითარგმნეთ ეს რომაული რიცხვები MCMXCVIII. მადლობა,“ - შვილიშვილის ამ "სქრინშოთს" სოციალურ ქსელ Twitter-ში უამრავი მოწონება და გაზიარება მოჰყვა. "ზრდილობიანი ბებიის" შეკითხვას Google-მაც უპასუხა: „ბენის ძვირფასო ბებია, იმედი გვაქვს, კარგად ხართ. მილიარდობით საძიებო მოთხოვნის ნაკადში მხოლოდ თქვენ შეძელით ჩვენი გაღიმება. ეს რიცხვი არის 1998. მადლობა, თქვენ,“ - წერს Google-ი. საძიებო სისტემის პასუხამდე, ინტერნეტის მომხმარებლები წერდნენ, რომ ბებია იმსახურებდა პასუხს, რადგან ის არის "ინგლისური ზრდილობიანი ქალბატონის მაგალითი".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)