02:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 11:18:22, 332 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება.  

დროის თაობაზე გადაწყვეტილება გუშინ, ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იმართება და მასზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი   ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო  სხდომის ჩატარების საჭიროებას  ვერ ხედავს. პრეზიდენტის აზრით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს საშუალება,  წარმოადგინონ საკუთარი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით. ეკონომიკური გუნდი კი,  ამ გეგმის წარმოდგენას სავალუტო ფონდის მისიის დასრულებისთანავე, სავარაუდოდ, 5 მარტისთვის აპირებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics