02:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 16:31:15, 1197 ნახვა

მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფო" ბელგიასა და საფრანგეთში ახალ ტერაქტებს გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ბელგიასა და საფრანგეთში ახალ ტერაქტებს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციის Reuters ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იუწყება, ბელგიის პოლიციამ გაფრთხილება მიიღო იმის შესახებ, რომ ისლამისტ მებრძოლთა ჯგუფი სირიიდან ევროპის მიმართულებით ბელგიასა და საფრანგეთში თავდასხმების განსახორციელებლად მიემგზავრება.

Reuters-ის ინფორმაციით, ბელგიის კრიზისულმა ცენტრმა შესაბამისი გაფრთხილება ქვეყნის პოლიციის ყველა განყოფილებას  უკვე გადაუგზავნა, თუმცა საფრთხის დონის მაქსიმალურამდე გაზრდა ჯერ არ იგეგმება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბელგიურმა გამოცემა La Derniere Heure-მა კრიზისულ ცენტრში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტების ჯგუფმა დაახლოებით 10 დღის წინ სირია დატოვა და თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ცენტრალური ევროპისკენ გაემართა.

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის საღამოს, პარიზის გარეუბანში მამაკაცმა, რომელმაც “ისლამური სახელმწიფოსადმი” ერთგულების შესახებ განაცხადა, ორი ფრანგი პოლიციელი მოკლა და ერთ-ერთ მოკლული პოლიციელის სახლს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამართალდამცველის მეუღლე გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics