|
2016-06-15 13:59:40, 996 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში 26 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 12 ბავშვია
ხელვაჩაურში წვეულებაზე მყოფი 26 ადამიანი მოიწამლა, აქედან, 12 ბავშვია. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამასთან, ნიჟარაძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საკვების მიერ ინტოქსიკაცია გამოირიცხება. მომხდართან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევები ტარდება და ინტოქსიკაციის მიზეზებიც კვლევების შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი: "ბავშვებიც და მოზრდილებიც არიან საშუალო და მსუბუქი ხარისხის ინტოქსიკაციით. სავარაუოდ, საკვების მიერ ინტოქსიკაცია გამოირიცხება, შესაბამისი სამსახურები ატარებენ ლაბორატორიულ კვლევას და როცა შედეგებს გაგვაცნობენ, მიზეზებზეც მაშინ მხოდება საუბარი. ყოველშემთხვევაში, საკვებისმიერი არ არის. შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ მათ, ვინც ამას საჭიროებს ",-განუცხადა ნინო ნიჟარაძემ "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)