|
2016-06-15 11:41:36, 770 ნახვა
საზოგადოება
დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის უფასო კურსებს LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს გადიან. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიტვის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი. მათივე ინფორმაციით, ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტმა დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინტენსიური ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა შესთავაზა. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა უმაღლესი განათლების მისაღებად როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადი შეიტანონ და განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამის დახმარებით გააგრძელონ. შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ისინი დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს სთავაზობენ. LCC საქართველოს პროგრამის დირექტორის, რობ უილსონის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ომის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულყოფილი განათლება მიეღოთ, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება ან სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)